17:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 14:34:44, 597 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი - ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო

ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო - თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოში ე.წ. FARA-ს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, ის დააკვირდება, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული კანონი საქართველოში შეზღუდვებს.

„როდესაც გამჭვირვალობის კანონი დაინიცირდა, ჩემი პოზიცია იყო, რომ გამჭვირვალობა იყო ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად, ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებოდით, მოქმედებაში რამდენად შეზღუდავდა ამ კანონმდებლობის არსებობა კონკრეტული ადამიანების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს.

ჩემი აზრით, ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო. ამ კანონთან დაკავშირებითაც, თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ეს კანონმდებლობა იმოქმედებს, საქართველოს ვგულისხმობ, ჩვენ დავაკვირდებით, ამ კანონმდებლობის მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს ან ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, ვისაც ეს კანონმდებლობა მიემართება. ასეთს თუ ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, მე, როგორც სახალხო დამცველი, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics