01:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 09:54:56, 769 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყება - ცხრა რეგიონში 162 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ცხრა რეგიონში 162 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 57 დრონი კურსკის ოლქში მოიგერიეს.

ამასთან, 31 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 27 - ლიპეცკის ოლქში, 16 - ვორონეჟის ოლქში, 11-11 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკისა და რიაზანის ოლქებში, 6 - ორიოლში, ერთი ტამბოვში და ორი - დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ ოლქში, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, ასევე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ვორონეჟის ოლქში, დრონი ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა, რის შედეგადაც სადენები გაწყდა. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics