05:27 - 26 May, 2026
|
2025-05-31 11:06:36, 1607 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია
რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 109 დრონი, S-300 ტიპის 2 საზენიტო მართვადი რაკეტა და Kh-59/69 ტიპის 3 საჰაერო მართვადი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში 39 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 30 დრონი ლოკაციურად დაიკარგა. ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Kh-59/69 ტიპის 3 საჰაერო მართვადი რაკეტა გაანეიტრალეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების სამიზნე ხარკოვის, სუმისა და დონეცკის ოლქები იყო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)