|
2025-05-29 18:23:49, 788 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საელჩო საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს
საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები განახლდა. ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. "28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველდღიურად იმართება დემონსტრაციები, ზოგჯერ მასშტაბურიც. ეს დემონსტრაციები ხშირად იწვევს პოლიციის მხრიდან დაპატიმრებებსა და დაშლას, განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ ღონისძიებებში მონაწილეობა შეიძლება დაისაჯოს მძიმე ჯარიმებით (თითო ჯარიმაზე 5000 ლარი ან 1600 ევროზე მეტი, რაც შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე ჯარიმის შემთხვევაში). საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ, თავი შეიკავონ შეკრებებისგან. შეგახსენებთ, რომ პოლიციის შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს საკუთარი ვინაობის დამტკიცება. საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე შეიძლება უარი ეთქვათ იმ პირებსაც კი, რომლებსაც აქვთ საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვა. მოგზაურებს მოუწოდებენ, მოგზაურობამდე გამოიკითხონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკის ქვეშ აყენებს, მათ შორის საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში აქტივობა. საქართველოში შემდგომი შესვლა შესაძლოა განპირობებული იყოს ასეთ დემონსტრაციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის დიდი ჯარიმების დაუყოვნებლივი გადახდით." - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში, რომელიც თავდაპირველად 12 მაისს გამოქვეყნდა, 29 მაისს კი საელჩომ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს პოლონეთის საელჩომაც გაავრცელა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)