|
2025-05-27 15:31:38, 545 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს კრიმინალურად
ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას კრიმინალურად და ეს არის დასტური, თუ როგორ მოიპოვა ბაჩიაშვილი, რომელიც აღმოჩნდა სინამდვილეში ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. „ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას კრიმინალურად და ეს არის დასტური, თუ როგორ მოიპოვა ბაჩიაშვილი, რომელიც აღმოჩნდა სინამდვილეში ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლში. თუ ბაჩიაშვილის ექსტრადიცია ოფიციალურად მოხდა, რატომ არ გადმოსცეს ის ოფიციალურად ქართველ სამართალდამცველებს? თუ ეს იყო კრიმინალური ხერხებით მოპოვება, რაზეც მიუთითებს ბაჩიაშვილის აღმოჩენა სასაზღვრო პუნქტებს შორის მწვანე ზოლში, ეს არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს კრიმინალურად და ამ კრიმინალურ მმართველობაში ჩართული ჰყავს საერთაშორისო ქსელები, რომლებთანაც წლებია თანამშრომლობს“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა. „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)