04:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 14:17:52, 792 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი აცხადებს, რომ გასულ ღამეს თავდაცვის ძალებმა 96 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 96 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათ შორის, ექვსი მოსკოვის რეგიონის თავზე.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალებმა 31 დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის რეგიონის თავზე, 16 ბელგოროდის, 11 კურსკის, 9 ტულას, 8 ორიოლის, 6 მოსკოვის, 5 კალუგას, 4 ივანოვოს, 2-2 რიაზანისა და ვლადიმირ, თითო კი იაროსლავლისა და თათარსტანის რეგიონების თავზე. 

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, როსავიაციის ცნობით, მოსკოვის რეგიონზე თავდასხმები გამო ფრენები დროებით შეჩერებულია დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში.

თავდასხმებთან დაკავშირებით კომენტარი გაავრცელეს ბრიანსკის, ორიოლისა და რიაზანის რეგიონების გუბერნატორებმა, მათი თქმით, იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics