|
2016-03-16 19:01:33, 753 ნახვა
სამართალი
ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა დასრულდა
პირადი ცხოვრების შემცველი ფარული კადრების მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილის ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დასრულდა. ჯამალაშვილი საგამოძიებო უწყებაში სამი საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით იკითხებოდა. ცნობილია, რომ იგი "ქრონიკა+"-სთვის გადაცემული ფარული ჩანაწერების საქმეზე იყო დაბარებული. მას მედიასთან დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია. ადვოკატ გიორგი ფოფხაძის თქმით კი, გამოძიებას შესაბამისი ჩვენება მისცეს: “ჩვენ გავეცით პასუხები სათანადოდ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვასილ ჯამალაშვილს არც მაშინ არ ჰქონია წვდომა, რაც დღეს დავადასტურეთ კიდევ ერთხელ და მივეცით შესაბამისი ჩვენება“ - განაცხადა ფოფხაძემ. შეგახსენებთ, დღეს პროკურორმა ლაშა კოტრიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამ საქმესთან ჯამალაშვილის შვილის კავშირი არ იკვეთება. ინფორმაციისთვის, ზურაბ ჯამალაშვილის შვილი, ვასილ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერია. ის 2012 წელს კიბერდანაშაულისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი, გირაოთი გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)