19:45 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 12:05:06, 680 ნახვა

სამართალი
თბილისის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

თბილისის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გასვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ჰუსეინ თ. დააკავეს.

„აღნიშნული პიროვნება ანკარის ინტერპოლის მიერ 06.10.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ჰუსეინ თ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 252/1, 252/2, 53/1-a, b, c53/1-d-e, 43/1, და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მექრთამეობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამჟამად ჰუსეინ თ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics