|
2025-05-06 18:46:44, 918 ნახვა
პოლიტიკა
პაატა სალია - იმედს გამოვთქვამთ, სენატი უკეთესად დაინახავს, რა არის მნიშვნელოვანი
ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ სენატი უკეთესად გაერკვევა საქართველოში არსებულ ვითარებაში, უკეთესად დაინახავს, თუ რა არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და „მეგობარ აქტს“ გაგრძელება აღარ ექნება, ის საბოლოოდ კანონის სახეს ვერ მიიღებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პატა სალიამ განაცხადა. მისი თქმით, კონგრესის მიერ მიღებული აქტი არსებითად მცდარ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება. „„მეგობარი აქტი“ თავისი შინაარსით საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ მეგობრული ნამდვილად არ არის. ეს აქტი მეგობრული შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ძალების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში. სამწუხაროა, რომ ეს აქტი, რომელიც მიღებულია კონგრესის მიერ, ეფუძნება არსებითად მცდარ ფაქტობრივ გარემოებებს. თუნდაც ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თითქოს საქართველომ უარი უთხრა ამერიკელ ინვესტორებს – არ არსებობს ბუნებაში დოკუმენტი ან წყარო, რომელიც დაადასტურებდა ამგვარ ცილისმწამებლურ განცხადებას და, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი გადაუმოწმებელი, დაუსაბუთებელი, მანიპულირებული ფაქტები გახდა საფუძველი, რომ კონგრესს მსგავსი აქტი მიეღო. თუმცა წინ არის განხილვები სენატში, წინ არის პრეზიდენტის ხელმოწერა. ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ სენატი უკეთესად გაერკვევა საქართველოში არსებულ ვითარებაში, უკეთესად დაინახავს, თუ რა არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ამ აქტს გაგრძელება აღარ ექნება, ის საბოლოოდ კანონის სახეს ვერ მიიღებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)