|
2016-03-15 19:32:10, 870 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა
საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს დელეგაცია დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა. ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიშელ იაკოვლევმა ეროვნულ სასწავლო ცენტრში განთავსებული ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაათვალიერა. ცენტრის ხელმძღვანელობამ ნატოელ გენერალს მიმდინარე საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია ჩაუტარა. „მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. აქ ნანახმა ინფრასტრუქტურამ და ხალხმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გამიმართლა, რადგან ჩემი ვიზიტი სწავლების მიმდინარეობას დაემთხვა. მარტივად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს ხალხი პროფესიონალები არიან და თავიანთ მოვალეობებს ენთუზიაზმით ასრულებენ“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა მიშელ იაკოვლევმა. დღის ბოლოს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის მეთაურის მოადგილემ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ არსებული სიმულაციური ცენტრიც დაათვალიერა. ნატოელი სტუმარი საშტაბო სწავლებასაც დაესწრო და წვრთნების შესახებ ინფორმაცია სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელობისგან მოისმინა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დელეგაცია საქართველოში ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფებიან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)