21:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 18:36:53, 663 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - რეგიონს სჭირდება სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება

არსებობს მზაობა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებული და მოტივირებული, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, რეგიონს სჭირდება სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.

„დავასრულე შეხვედრები სომხეთში, ჩემთვის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი იყო სომხეთის რესპუბლიკაში. მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, პრეზიდენტთან, პრემიერთან, ვიმყოფებოდი ეჩმიაძინში, მის უწმინდესს შევხვდი და დავათვალიერე ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმიც. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან. ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა დეტალზე. მინდა, საზოგადოებასაც მივმართო, რომ არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებული და მოტივირებული იმისთვის, რომ ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება. მე, როგორც მოგეხსენებათ, მანამდე აზერბაიჯანშიც გახლდით და იქაც ანალოგიური განწყობაა. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს სამმხრივი ფორმატი, რომელშიც მონაწილეობს საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, სადაც მიმდინარეობს საუბრები. ყველაზე გამოკვეთილი თემაა, რა თქმა უნდა, სამშვიდობო პოლიტიკა. იცით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულებულია მოლაპარაკება, ყველა ელოდება ხელმოწერას, რომ გრძელვადიანი მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სტაბილურობას მოაქვს განვითარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics