21:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 22:08:24, 1075 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომელიც ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად  ქ. ვაშინგტონში იმყოფება.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში  საინტერესო შეხვედრები შედგა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში, სადაც განხილული იყო დაფინანსების პერსპექტივები საქართველოში, რაც, მინისტრის შეფასებით,  ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში უწყვეტად მოდიოდეს საერთაშორისო დაფინანსებები მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, თუმცა, პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ამის პარალელურად,  ასევე საინტერესოა  ამერიკაში ყოფნის დროს ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო დიალოგი.

„შესაბამისად, პარალელურად გვაქვს ორმხრივი შეხვედრები, ძირითადად, კოლეგა უწყებებთან, მაგრამ ეს შეხვედრები დავიწყეთ სახელმწიფო დეპარტამენტით იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით გვქონდეს საკმაოდ მკაფიო პოზიციები - ეს  მნიშვნელოვანი წინაპირობაა სხვადასხვა სახის თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

ლევან დავითაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ სამი თვეც არ არის,  რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თეთრ სახლში შევიდა და აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ჯერ  ჩამოყალიბების პროცესშია, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, რაც აღნიშნული იყო შეხვედრების ყველა ეტაპზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics