11:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 15:34:08, 1126 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება იყო მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს და დაკავებულების ოჯახის წევრებს შორის.

სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მოქალაქეები, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა.

სასამართლო პროცესზე 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ლევან ზაზაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ დააკავა. როგორც ზაზაძის ახლობლები ამბობენ, ის შსს-ს წარმომადგენლებმა ტროტუარზე დგომის დროს დაიჭირეს.

ცნობისთვის,  21 აპრილს, აქციის დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლოს ეზოში დააკავეს რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმა, გიორგი ჩხეიძე.

სხვიტარიძის პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, შენობიდან მოწმე პოლიციელის, გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას სასამართლოს ეზოში ხმაური მოჰყვა. მას ხალხი შეძახილებით დახვდა. ედიშერაშვილი რამდენიმე პოლიციელთან და სასამართლოს მანდატურთან ერთად გადაადგილდებოდა.

სასამართლოს შიგნით და ეზოში დაძაბულობა რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის პროცესს მოჰყვა. სხვიტარიძის ახლობლები და ოჯახის წევრები მანდატურებს მოუწოდებდნენ, დარბაზიდან პოლიციელები გამოეყვანათ და მათ ნაცვლად სხვიტარიძის ახლობლები შეეშვათ. მათი განცხადებით, დარბაზში დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics