21:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-22 12:42:56, 921 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს გენერალური მდივანი თბილისშია: „ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში

თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ შეხვედრა და ბრიფინგი გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან.

სინირლიოღლუმ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ კრიზისზე კომენტარისგან თავი შეიკავა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „ერთგულად ემსახურება ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესებს“.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეუთო უკიდურესად დაინტერესებულია რეგიონით და მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ასევე სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანას“, - განაცხადა მან.

შემდეგ მან უსაფრთხოების საკითხებს შეეხო და აღნიშნა, რომ ეუთოს ინციდენტების პრევენციის მექანიზმი „ფაქტობრივად უკვე 60 წლისაა“.

„ეუთო არის ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებსა და სახელმწიფოებს შორის. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მედიაციის ინსტრუმენტები, რომლებსაც ვიყენებთ ამ სიტუაციებში და მუდმივად ვცდილობთ ჩავერთოთ კონფლიქტების მოგვარებაში.

საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც მისი მოქალაქეებისთვის, ასევე მთელი რეგიონის ინტერესებისთვის - მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვთანამშრომლობთ საქართველოსთან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ საქართველოს, რომ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა მისი უსაფრთხოების განმტკიცებაში ჩვენი ორგანიზაციის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, - განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics