21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-19 13:45:54, 870 ნახვა

პოლიტიკა
ლანა გალდავა - საფრთხე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია

საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია - ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მათ [„ქართულ ოცნებას“] ეკისრებათ,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე დემოკრატიის განვითარების კუთხით უკუსვლაა და სწორედ ამ მიზეზებითაა გამოწვეული ევროკავშირის მსგავსი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია, მაგრამ ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

ევროკავშირისთვის მთავარი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის განვითარებაა, თუმცა ქვეყანაში ყველა მიმართულებით უკუსვლაა როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით, ამიტომაც ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას. აქედან გამომდინარე, ცხადია პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა“,- განაცხადა ლანა გალდავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics