12:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 14:54:35, 479 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებზე გამოცხადებული მორატორიუმი ამოიწურა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე გამოცხადებული მორატორიუმი ამოიწურა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თვე ნამდვილად ამოიწურა. ამ მომენტისთვის, უმაღლესი მთავარსარდლის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისგან სხვა მითითებები არ ყოფილა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

მისი მტკიცებით, კიევისგან განსხვავებით, მოსკოვი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების აკრძალვას იცავდა.

ამასთან, პესკოვის თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია, ეს დროებით მორატორიუმს უკავშირდება, თუმცა წინ კიდევ ბევრი განხილვაა.

შეგახსენებთ, 18 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ დონალდ ტრამპმა კონფლიქტის მხარეებს შესთავაზა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმები 30 დღით შეაჩერონ, ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics