21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 13:48:02, 586 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ EU-თან უვიზო რეჟიმი გაუქმდება

“ქართული ოცნების” განაყოფის, “ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ სუბარმა “რადიო სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა.

“შესაძლებელია” –  დასძინა სუბარმა.

ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფალი ევროპის რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რამდენიმე თვეში მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც ბრიუსელს გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ყველა იმ ქვეყანასთან, ვისთანაც ასეთი რეჟიმი აქვთ.

სოზარ სუბარმა უვიზო რეჟიმის პოტენციური შეჩერება წინასწარვე დაუკავშირა “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომ თითქოს ვინმე ევროპაში თბილისს ვასალობას სთხოვს. და დასვა კითხვა, თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, ქართველებმა უნდა აირჩიონ, რა ურჩევნიათ,” უვიზო რეჟიმი თუ შევინარჩუნოთ საქართველო”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics