21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 14:00:32, 648 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე ვისმენდით აგენტის აღსარებას

გუშინ საზოგადოება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენდა აგენტის აღსარებას - გახარიამ პრაქტიკულად, საზოგადოებას ირიბად თუ პირდაპირ, გადაუშალა გული - მოხდა მისი სრული ლუსტრაცია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, გახარიამ თავიდან ბოლომდე დაადასტურა ყველა ის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელიც მის მიმართ არსებობდა.

ამასთან, მათიკაშვილი ამბობს, რომ გახარია ტყუილების ლაბირინთში გაიბლანდა.

„გუშინ, საზოგადოება მრავალი საათის განმავლობაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენდა აგენტის აღსარებას. მან პრაქტიკულად, საზოგადოებას ირიბად თუ პირდაპირ, გადაუშალა გული. მოხდა მისი სრული ლუსტრაცია, რაზეც ჩვენ არაერთგზის, უკვე წლებია, ვსაუბრობთ, თუ რა ქმედებებით უღალატა თავის დროზე მან საკუთარ გუნდს, სამშობლოს, გაიზიარა და გაატარა უცხო ძალის ინტერესი. ნაცვლად იმისა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ემოქმედა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა არეულობაში და ქაოსში ჩაბმულიყო. ის ძალიან ცდილობდა, რომ თავი აერიდებინა პირდაპირი პასუხებისთვის, თუმცა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დადასტურდა გიორგი გახარიას ქმედებებში შეცდომები, გადაცდომები და დანაშაულები.

გუშინდელი დღე იყო აღსარება გიორგი გახარიასი, რომელმაც თავიდან ბოლომდე დაადასტურა ყველა ის ძალიან მძიმე ბრალდებები, რომელიც მის მიმართ არსებობდა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics