21:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 18:02:57, 664 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ქოცი უდრის ქოცს, აი, ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე

ქოცი უდრის ნაცს კი არა, ქოცი უდრის ქოცს, აი, ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე, – ამის შესახებ „ნაციონაური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

„სინამდვილეში, მე გეტყვით, რა მოხდა 20 ივნისს. „ნაცებით იყო გაჭედილი პარლამენტიო“, ყალბი სიყეყეჩით ხომ ბრძანებდა დღეს ბატონი გახარია? კი, მე ვიჯექი სხდომათა დარბაზში, საიდანაც სერგეი გავრილოვი პირადად გავაგდე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, რითიც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. გახარია თავიდან ფეხებამდე ოფლისგან სველი, შეშლილი თვალებით დარბოდა პარლამენტის კორიდორებში რუსთაველზე დარბევა რომ დაიწყო. რატომ? იმიტომ, რომ „სუპერძალოვან მინისტრს“ გადაახტნენ, არაფრად ჩააგდეს. თუმცა, საკუთარი თავის გადასარჩენად და იმიტომ, რომ მისი ყალბი სიყეყეჩის მიღმა იმალება საკმაოდ გაუბედავი კაცი, მან ეს არ თქვა და მოიპოვა პრემიერად დაწინაურება. ვერც „ოპოზიციონერობის“ პერიოდში გაბედა სიმართლის თქმა და ერთადერთი, რითიც თავს იწონებს ოპოზიციონერის რანგში, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმაა. ოღონდ მაგაშიც კომისარი წულუკიანი ჯობნის და ჯაბნის.

ყველამ კარგად იცის, ვინც 20 ივნისს ქოცების მხარეს არ იდგა, რომ ეს იყო თვით-ორგანიზებული სახალხო ანტი-რუსული აქცია, არანაირ „ორგანიზებულ შტურმს“ ადგილი არ ჰქონდა და ერთადერთი დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იყო პროტესტის სისხლიანი დარბევა.

უახლოეს მომავალში იხილავთ ნაციონალური მოძრაობის სიმართლის კომისიას, სადაც მოისმენთ ქოცურ-რუსული პროპაგანდის საპირწონე ფაქტებს, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს“,- წერს თინა ბოკუჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics