22:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 12:05:09, 800 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს!

„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?" – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს! თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აღნიშნულით გიორგი ვაშაძე აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.

„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?" – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ! და არა საქართველოს! თუ ანწუხელიძე „უაზროდ იყო გაწირული", მაშინ: გმირობა რას ნიშნავს? სამშობლო რას ნიშნავს? და თქვენ საერთოდ ვის ემსახურებით? რას წარმოადგენთ?!

ანწუხელიძე არის გმირი, სიმბოლო – საკუთარი ქვეყნის და ღირსების დაცვის მაგალითი! თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი. ჩვენი ისტორია თურმე "პიარია", გმირები კი – „უაზროდ გაწირულები"?!

ეს არ არის პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ღალატი! და ეს ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის! არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ანწუხელიძე და მისნაირი გმირები!“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:

„მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics