22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 20:25:43, 749 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. პროქსი ომი

გარდა ტაკერ კარლსონისა, ასეთი განცხადება გააკეთა უშუალოდ დონალდ ტრამპმა, მან პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის განცხადებას შეეხებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „პროქსი ომის" წარმოებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი.

„ეს არის რეალობა, რაც ყველამ ისედაც კარგად იცოდა, ხელის გულზე დევს ყველაფერი. ამიტომაც არის დამატებით მნიშვნელოვანი ის, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ბუნებრივია, რუსეთისა და დასავლეთის ომს ვერ ეყოლება გამარჯვებული. ორივე მხარეს არის ბირთვული ძალა, შესაბამისად, გამარჯვებული ვერ ეყოლება ამ ომს და უნდა დასრულდეს ომი, რომ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეების ძალისხმევა მაქსიმალურად იქნება მიმართული უკრაინაში ომის დასრულებისკენ,"- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics