20:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 20:03:52, 564 ნახვა

საზოგადოება
კონტრაქციის მონაწილეები ვლადიმერ პაპავას კაბინეტის კარის შემტვრევას ცდილობენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პირველ სართულზე,  სადაც რექტორ ვლადიმერ პაპავას კაბინეტია, დაძაბული ვითარებაა.  როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თვითმმართველობის  წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რექტორის კაბინეტის კარის შემტვრევას ცდილობენ. 

ორ სტუდენტურ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცავი,  რომლებიც ცდილობენ, დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ მისცენ.

ცნობისთვის, თვითმმართველობის წამრომადგენლები და მათი მხარდამჭერები  თუს-ს რექტორ ვლადიმერ პაპავას გადაყენებას მოითხოვენ, ხოლო თსუ-ში შეკრებილი ის სტუდენტები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, ითხოვენ, ე.წ.  ოდეერებმა დატოვონ უნივერსიტეტი, დაიწყოს გამოძიება და მოხდეს სისტემური ცვლილებები. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა, გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნა იყო, რაც დაკმაყოფილდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics