22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 14:26:00, 637 ნახვა

პოლიტიკა
პიტერ სიიარტო - ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისის მიმართ

ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისის მიმართ. გვსურს, ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რამდენი მემარჯვენე პოლიტიკოსები არჩევნებში გაიმარჯვებენ, ბრიუსელში დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე იწყება საუბარი, მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ ბრიუსელში დემოკრატიად. ეს ცუდია და ჩვენ შევეცდებით, უკეთესობისკენ შევცვალოთ ვითარება“, – აღნიშნა სიიარტომ.

ამასთან, მისივე თქმით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, საერთაშორისო პოლიტიკა დაუბრუნდება ურთიერთპატივისცემას.

„ახლა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ოფისში დაბრუნდა, ვფიქრობ, საერთაშორისო პოლიტიკა დაუბრუნდება ურთიერთპატივისცემას, მეტ რაციონალიზმს და პრაგმატულობას, ნაკლებ იდეოლოგიზაციას და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. მეტისმეტი იყო ის, რასაც დემოკრატიული ადმინისტრაცია და ბრიუსელი ერთად აკეთებდნენ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევითა და ზეწოლით. ძალიან კარგია, რომ ჩაიხსნა USAID-ის დაფინანსება, ვინაიდან ეს მნიშვნელოვნად ამცირებს იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერეოდნენ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics