20:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 18:37:32, 569 ნახვა

საზოგადოება
Jandacva.ge-ს პრესკლუბი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს ლაშა კილაძეს უმასპინლებს

15 მარტს, 13.00 საათზე, jandacva.ge-ის პრესკლუბში  ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით, შეხვედრას გამართავს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე. სასაუბრო თემა იქნება „სააფთიაქო ნარკომანია“.

რეცეპტის ინსტუტის შემოღების მიუხედავად საქართველოში სააფთიაქო ნარკომანიის თემა კვლავ აქტუალურია. ქვეყანაში წარმატებით აგრძელებენ ფუნქციონირებას ისეთი აფთიაქები, რომლებიც ურეცეპტოდ ყოველგვარი  ნებართვის გარეშე გასცემენ სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებს. დღეს არსებული კანონით, სამართალდამრღვევი აფთიაქი პირველ ჯერზე ჯარიმდება 6 000 ლარით, მეორე შემთხვევაში - 12 ათასი ლარით, მესამე სამართალდარღვევას კი აფთიაქის გაუქმება მოსდევს.  მოქმედი კანონმდებლობა აფთიაქის მეპატრონეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ კანონი დაარღვია, საშუალებას აძლევს ხელახლა დარეგისტრირდეს ამჯერად უკვე ახალი სახელით. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამუშავების პროცესშია სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოფხრას შეუწყობს ხელს.

რას ამბობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ, როგორია ამ კუთხით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის პოზიცია, ამ თემებთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე jandacva.ge-ის პრესკლუბში ისაუბრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics