12:40 - 28 May, 2026
|
2025-04-10 16:34:54, 610 ნახვა
მსოფლიო
ჩეჩნეთში პოლიციელის მკვლელი 17 წლის ბიჭის გვამი ქალაქის მოედანზე დააგდეს
რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აჩხოი-მარტანში, დანით შეიარაღებული ადგილობრივი მცხოვრები 17 წლის ახალგაზრდა საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხა თავს. თავდამსხმელმა პოლიციელის ორი თანამშრომელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მკლეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 10 აპრილს ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამ არხმა NIYSO-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ქალაქის მოედანზე დემონსტრაციულად დაგდებული ახალგაზრდა კაცის გვამი. მედიის ინფორმაციით მოკლული თავდამსხმელის ცხედარი მოედანზე კადიროველებმა მიიტანეს, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათ შორის სტუდენტები და პენსიონერები მოედანზე ორგანიზებულად მიიყვანეს.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)