22:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 15:34:40, 628 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ვინ არის წულუკიანი ან კომისია, რომ მე მიბარებს? მეც ვიბარებ რუსთაველზე და მოვიდეს

ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს? მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს“.

„შესაბამისად, არც კომისია არსებობს. ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი. ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა, არაფერს ნიშნავს. ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. ვინმეს პასუხი თუ უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე. იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics