|
2025-04-05 11:01:02, 974 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ანრი ოხანაშვილი არის პროფესიონალი, ღირსეული, კეთილსინდისიერი ადამიანი
ანრი ოხანაშვილი არის პროფესიონალი, ღირსეული, კეთილსინდისიერი ადამიანი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადა, სადაც სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი წარადგინა. კობახიძემ წარმატებები უსურვა ასევე სახელმწიფო სამსახურის უფროსის ახალ მოადგილეებს - ირაკლი ბერაიას, გელა გელაძეს და ლევან ხარანაულს. „მე მინდა, თქვენს წინაშე ოფიციალურად წარვადგინო სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელი, ბატონი ანრი ოხანაშვილი. ის მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. განსაკუთრებით, როდესაც ის მოღვაწეობდა საქართველოს პარლამენტში, იყო იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი, მოგვიანებით ის დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ ბატონი ანრი ოხანაშვილი იქნება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ამ უმნიშვნელოვანესი სამსახურის. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს სახელმწიფო სამსახურს. ის არის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, კეთილსინდისიერი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია იმ პოზიციის დასაკავებლად, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა ჰქვია", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)