|
2025-04-04 16:27:39, 1040 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი გაათავისუფლა
4 აპრილს თბილისის მერიამ მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი გაათავისუფლა. მისი გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერი კახა კალაძე აწერს ხელს.
ბრძანებაში წერია, რომ გათავისუფლების საფუძველი წესდების მე-4 მუხლის "ბ" ქვეპუნქტი და მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას 2025 წლის 3 აპრილის მოხსენებითი ბარათია. გათავისუფლების შესახებ მაჭარაშვილმა ვრცელი კომენტარი გააკეთა: "დღეს, 4 აპრილს მივიღე მთავრობის განკარგულება თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ. განკარგულება ძალაშია მიმდინარე წლის 8 აპრილიდან. აღსანიშნავია, რომ არანაირი გაფრთხილება, წინასწარი შეტყობინება აღნიშნულის შესახებ, მანამდე არ მიმიღია. აღმოჩნდა, რომ მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას მიუმართავს მერისთვის მოხსენებითი ბარათით, რომლის მიხედვითაც, მე არაჯეროვნად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, კერძოდ, 6 დეკემბრიდან 14 თებერვლამდე ვისარგებლე ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულებით და თითქოს ამის თაობაზე მერია არ გამიფრთხილებია, თუმცა ჩემი მხრიდან გაგზავნილია შესაბამისი შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ასევე შვებულების მოთხოვნა ატვირთულია პროგრამულადაც. ჩემი შვებულებაში გასვლის გამო, ბასიალაის საფუძვლიანი ეჭვი გასჩენია, რომ ბიბლიოთეკების კოორდინირებული მართვა და დამფუძნებელთან კომუნიკაცია მომავალშიც იქნება არაჯეროვანი. კომიკური კი ის არის, რომ შვებულებაში გასვლამდე ოთხი დღით ადრე, გასული წლის 2 დეკემბერს, მერიაში დამიბარეს და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ საკუთარი ნებით განცხადების დაწერა და დაკავებული პოზიციის დატოვება მომთხოვა, რადგან “ჩვენი დამოკიდებულებები (ჩემი და მერიის) მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს”. ამ ყველაფრის საწყისი კი ჩემი ღია და გულწრფელი სამოქალაქო პოზიცია იყო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ჩემს თანამშრომლებს და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებმაც მომცეს თბილისის ბიბლიოთეკების განახლების, კეთილმოწყობისა და უამრავი საინტერესო პროექტის განხორციელების საშუალება. ცხადია, ჩემი გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად. კვლავ მჯერა, რომ არცერთი პოზიცია, არცერთი სამსახური არ ღირს საკუთარი ქვეყნისა და სინდისის ღალატად. შევხვდებით სასამართლოში და კვლავ რუსთაველის გამზირზე".
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)