|
2025-04-03 13:17:02, 586 ნახვა
მსოფლიო
კირილ დმიტრიევი - რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია
რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი „ტელეგრამის“ არხზე წერს. კირილ დმიტრიევის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის ვაშინგტონში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით იმყოფება. „დღეს, კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენას დაძაბულობის შენარჩუნებით დაინტერესებული უამრავი ძალა ეწინააღმდეგება. ეს ძალები რუსეთის პოზიციას მიზანმიმართულად ამახინჯებენ, დიალოგისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის ჩაშლას ცდილობენ და ამისთვის რესურსებს არ იშურებენ. დაახლოების მოწინააღმდეგეებს ეშინიათ, რომ რუსეთი და აშშ საერთო ენას იპოვიან, ერთმანეთს უკეთ გაუგებენ და თანამშრომლობას დაიწყებენ, როგორც საერთაშორისო საქმეებში, ასევე ეკონომიკაში“, - წერს დმიტრიევი. მისივე თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში სრულიად განადგურდა. „დიალოგის აღდგენა რთული და ეტაპობრივი პროცესია, მაგრამ ყოველი შეხვედრა წინსვლის საშუალებას გვაძლევს. რუსეთის პოზიციის რეალური გაგება თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, მათ შორის საინვესტიციო და ეკონომიკურ სფეროებში“, - აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი. ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)