01:10 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 09:14:17, 888 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს ეხმაურება.

„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა დაბეჯითებით აირჩია დამოუკიდებლობის აღდგენა სსრკ-ს ოკუპაციის ქვეშ ყოფნის შემდეგ“, - წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ქართველი ხალხი არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს 125 დღეა მართავენ.

„მაშინ, როცა ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, მათი ერთგულება თავისუფლებისადმი არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics