13:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 09:34:01, 801 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებას ღაზადან მძევლების გათავისუფლების შესახებ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამიმ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად და რომ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლა ეფექტური იყო.

„მზად ვართ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცეცხლის ქვეშ და ვხედავთ, რომ ბზარები ჩნდება. სამხედრო ზეწოლა მუშაობს. მუშაობს იმიტომ, რომ ერთდროულად მოქმედებს. ერთის მხრივ, ის ანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს და, მეორე მხრივ, ქმნის პირობებს ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, საერთაშორისო და საშინაო დონეზე ზეწოლის ქვეშ, „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი და რომ მის ლიდერებს მიეცემათ უფლება, ტერიტორია დატოვონ. ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა ისაუბროს მძევლების გათავისუფლება-ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფინალურ ეტაპზე.

”ჩვენ მზად ვართ. „ჰამასი“ დაყრის იარაღს. მის ლიდერებს მიეცემათ უფლება წავიდნენ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ღაზას სექტორში ზოგად უსაფრთხოებას და შესაძლებელს გავხდით ტრამპის გეგმის, ნებაყოფლობითი იმიგრაციის გეგმის, განხორციელებას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ გუშინ განაცხადა, რომ “ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics