20:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-13 13:04:16, 634 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში სტუდენტების პროტესტი გრძელდება

სტუდენტთა პროტესტი გრძელდება. მოთხოვნები უცვლელია-მოხსნას კანდიდატურა გიორგი გაფრინდაშვილმა, მეტი ავტონიმია მიენიჭოს უნივერსიტეტს, შეიცვალოს მთლიანად სისტემა და მოხდეს თვითმმართელობის რეაორგანიზაცია,  დაიწყოს გამოძიება ე.წ. ოდერეების საქმეზე.

სტუდენტთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში უნივერსიტეტში  იმყოფებოდა. ისინი გააგრძელებენ მუშაობას სტრატეგიაზე,  თუ როგორ გაგძრელდეს პროტესტი.

სტუდენტებს გუშინ განათლების მინისტრი შეხვდა. ცნობილია, რომ უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების საქმის მოკვლევა დაიწყება.

"ოდეერთან დაკავშირებით შეიძლება შემდეგი რამე გაკეთდეს-ჩატარდეს პირველ რიგში შიდა მოკვლევა უნივერსიტეტში, რომ ინახოს საბუთები, ადმინისტრაციულ დონეზე, ვისთან მოაწერა ხელი, ვინ იყო ეს თანამშრომელი, ანუ პირველადი იდენტიფიკაცია რომ  მოხდეს. ეს შემდეგ შეიკვრება და წავა პროკურატურაში. დამერწმუნეთ, მივყვები ბოლომდე,  რომ გავარკვიოთ, რაში იყო საქმე",-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics