01:49 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 11:55:25, 579 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ჯაფარიძე და ხაზარაძე საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ, გამოცხადდებოდნენ გამოკითხვაზე

ეჭვი მეპარებოდა, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე გამოკითხვაზე გამოცხადდებოდნენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის წინ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევდათ, პასუხები კი არ ექნებოდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ, გამოცხადდებოდნენ და კითხვებზე პასუხებს გასცემდნენ.

„ბანკი „კოსტანტას“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ თემები იყო გახმაურებული. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველაფერი ვიცით. ეჭვი მეპარებოდა, რომ გამოკითხვაზე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე გამოცხადდებოდნენ, რადგან უკვე საქართველოს მოსახლეობის წინ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევდათ და პასუხები არ ექნებოდათ. უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავ, მაგრამ ისინი თავის სიმართლეში დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ, გამოცხადება და კითხვებზე პასუხების გაცემა იქნებოდა უკეთესი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics