13:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 10:45:05, 658 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ EU-ს სანქციების მოხსნას ითხოვს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ რუსეთის მზად არის შავ ზღვაში ცეცხლი შეწყვიტოს, თუ სანაცვლოდ ევროკავშირისგან სანქციების შემსუბუქებას მიიღებს.

ამის შესახებ რუბიომ იამაიკის პრემიერმინისტრ ენდრიუ ჰოლნესთან საერთო პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს, რუსეთის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის ობიექტებზე იერიშების შეწყვეტისა და შავ ზღვაში სამხედრო მოქმედებების შეჩერების პირობები წამოაყენეს. ერთ-ერთი პირობა ევროკავშირის სანქციების გაუქმება იყო.

"ამ პირობებიდან რამდენიმე ეხება სანქციებს, რომლებიც აშშ-ს არ დაუწესებია. ისინი ევროკავშირმა შემოიღო. ამიტომ, როდესაც ჩვენი ხალხი დაბრუნდება (საუდის არაბეთიდან) დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, განვიხილავთ შეთავაზებას, რომ უკეთ მივხვდეთ რა პოზიცია აქვს რუსეთს და რის მიღებას ითხოვენ სანაცვლოდ". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შესახებ მსჯელობა უკვე დადებითი ნიშანია:

"ვფიქრობ, რომ ეს კარგია, უკრაინელებიც და რუსებიც ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics