14:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 17:12:46, 929 ნახვა

მსოფლიო
რობერტა მეცოლა - ევროპელთა ორ მესამედს სურს, რომ ევროკავშირმა უფრო დიდი როლი ითამაშოს მათ დაცვაში

ევროკავშირში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერა ორგანიზაციის მიმართ რეკორდულად მაღალია, გამოკითხული მოქალაქეების თითქმის სამი მეოთხედი თვლის, რომ მათმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებით ისარგებლა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოკითხვა „ევრობარომეტრმა“ იანვარსა და თებერვალში ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების 74% ფიქრობს, რომ მათმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობით ისარგებლა. ეს 1983 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხვის მიხედვით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხალხი ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა მომგებიანია, შეიცვალა. მშვიდობის დაცვა და უსაფრთხოების განმტკიცება ევროკავშირის მოქალაქეების 66%-ს სურს, რათა ორგანიზაციამ უფრო მეტი როლი ითამაშოს გლობალური კრიზისებისა და უსაფრთხოების რისკებისგან დაცვაში. ეს მოსაზრება განსაკუთრებით ფიგურირებს ახალგაზრდა რესპონდენტებში.

„ევროპელთა ორ მესამედს სურს, რომ ევროკავშირმა უფრო დიდი როლი ითამაშოს მათ დაცვაში. ეს არის მოქმედების მკაფიო მოწოდება, რომელსაც ჩვენ გამოვეხმაურებით. ევროპა უნდა იყოს უფრო ძლიერი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics