|
2025-03-25 16:55:22, 1012 ნახვა
მსოფლიო
Reuters - პაპი სიკვდილთან ისე ახლოს იყო, რომ ექიმები მკურნალობის შეწყვეტას განიხილავდნენ
პაპი ფრანცისკე პნევმონიის წინააღმდეგ 38-დღიანი ბრძოლის ერთ მომენტში იმდენად ახლოს იყო სიკვდილთან, რომ მისი ექიმები მკურნალობის შეწყვეტას განიხილავდნენ, რათა პაპს მშვიდად განესვენა. ინფორმაციას Reuters პაპის სამედიცინო გუნდზე დაყრდნობით ავრცელებს. 28 თებერვალს პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გამწვავების შემდეგ, რომის გემელის საავადმყოფოს ექიმის, სერგიო ალფიერის თქმით, "რეალური რისკი არსებობდა, რომ ის ვერ გადარჩებოდა". "ჩვენ არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა, შევჩერებულიყავით და გაგვეშვა ის, ან წავსულიყავით წინ და გამოგვეყენებინა ყოველი მედიკამენტი ან თერაპია, რაც შესაძლო იყო, რაც [პაპის] სხვა ორგანოების დაზიანების უდიდეს რისკს შექმნიდა". - თქვა ალფიერიმ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან მიცემულ ინტერვიუში. "ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ გზას გავყოლოდით". - თქვა ექიმმა. 88 წლის ფრანცისკე, რომელიც 12 წელია, პაპია, საავადმყოფოდან 23 მარტს გამოწერეს. მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა. პაპი რომის გემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს. პაპს ბრონქიტი ჰქონდა, რომელიც შემდგომ ორმაგ პნევმონიაში გადაიზარდა. პაპისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ეს დაავადება, ვინაიდან მას ახალგაზრდობაში ფილტვის ნაწილი ამოჭრეს. 23 მარტს, საავადმყოფოდან ვატიკანში დაბრუნების შემდეგ, ფრანცისკე საჯაროდ პირველად გამოჩნდა და საავადმყოფოს აივნიდან ეზოში შეკრებილ ადამიანებს მიესალმა. მიმართვაში ფრანცისკემ შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და მოწონების ნიშნად ცერა თითი აწია: "ვხედავ ქალბატონს ყვითელი ყვავილებით, კარგია!" - თქვა ფრანცისკემ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)