|
2016-03-12 14:33:32, 2186 ნახვა
Lifestyle
ზურაბიშვილი: დიდი უზნეობაა როცა ისინი, ვინც ამ უღირს სისტემას გუშინ ნერგავდნენ, დღეს მორალზე გვქადაგებენ
გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კდარების გავრცელებას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება მიუღებელი და დასაგმობია, თუმცა მისივე თქმით, „უფრო დიდი უზნეობაა როცა ისინი, ვინც ამ მუდმივ მოსმენის და თვალთვალის უღირს სისტემას გუშინ ნერგავდნენ, ქვეყანაში დღეს მორალზე და ამორალიზმზე გვქადაგებენ“. „პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ნამდვილად პირადი თავისუფლების შელახვაა და ამდენად მიუღებელი და ყველანაირად დასაგმობი, ამაზე ყველა ვთანხმდებით ... ამას ბევრი გავრცობა და განმარტება არც სჭირდება.... მაგრამ უფრო დიდი უზნეობაა როცა ისინი ვინც ამ მუდმივ მოსმენის და თვალთვალის უღირსო სისტემას გუშინ ნერგავდნენ, ქვეყანაში დღეს მორალზე და ამორალიზმზე როცა გვქადაგებენ... ეს არის მართლაც ცინიზმის, უტიფრობის და თავხედობის მწვერვალი... და რუსთავი 2 ის მთლიანი კოლექტივი ფეხზე დამდგარი რომ წინ აღუდგება “ტერორს” როცა ჩერგოლეიშვილი შეშფოთებული სახით მორალზე სუაბრობს და საზოგადოებრივ საფრთხეზე გვაფრთხლებს მეცინება, მეტირება და მეცოდება საზოგადოება რომელსაც ამ გვარად დასცინიან!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)