14:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 17:35:46, 813 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, ე.წ. ექსტრემიზმისთვის დაკავებული პირი საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა

21 მარტს, რუსეთში, ნოვოროსიისკში, საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა "ექსტრემიზმისთვის" დაკავებული ვალერი ბაილო. ინფორმაციას რუსული მედია დაღუპულის ადვოკატზე, სერგეი იანკოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, ის ბაილოს გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თებერვალში შეხვდა.

"ის დაუძლურებული იყო და ამბობდა, რომ ძლიერი ტკივილების გამო ვერ ჭამდა. მიუხედავად მას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. როგორც ჩანს ის შიმშილისგან და უძლურობისგან გარდაიცვალა, კუჭი აწუხებდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება არ ჩაუტარეს".

იანოვსკიმ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ბაილოს სიკვდილის ფაქტზე საჩივრით მიმართა. 

ბიალო პატიმრობაში 2024 წლის აპრილიდან იმყოფებოდა, იმავე წლის ივლისში მას 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.

2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქმიანობა აკრძალა. მას შემდეგ ასობით აღმსარებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათგან 10-ზე მეტი ადამიანი პატიმრობაში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics