17:55 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 18:41:51, 753 ნახვა

სამართალი
„პუბლიკის” ნაცემი რეპორტიორი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო

„პუბლიკის” რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქეშელაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა – ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. 

საუბარია 29 ნოემბერს [28 ნოემბრის ღამეს] განვითარებულ მოვლენებზე – ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან საკუთარ ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც ის სპეცრაზმელებმა, ნიღბიანებმა დააკავეს და გარკვეული ხნის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით.

ალექსანდრე ქეშელაშვილს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მასზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

საქმეზე ამ დრომდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics