|
2025-03-17 13:51:01, 661 ნახვა
საზოგადოება
გერმანიაში ტრამვაიში კაცმა ცოლს ცეცხლი წაუკიდა – დაკავებულია 46 წლის ქართველი კაცი
კვირას გერმანიის ქალაქ გერაში კაცმა ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის წაკიდებისთანავე მგზავრებმა ტრამვაი ავარიული ღილაკის გამოყენებით გააჩერეს, მძღოლმა კი ცეცხლმაქრის საშუალებით ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო, თუმცა, ქალმა სიცოცხლისთვის საშიში დამწვრობები მაინც მიიღო. დაშავებული სპეციალურ ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანეს. გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა. მას სამართლდამცავები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ასევე, ჩართული იყო ვერტმფრენი და პოლიციის ძაღლებიც. პოლიციამ გაავრცელა ეჭვმიტანილის ფოტოც. დღეს დილით კი გერას პოლიციის განყოფილებაში 46 წლის ქართველი კაცი, თენგიზ კაკიაშვილი გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. პოლიციის ცნობით, კაკიაშვილი დაკავებულია, გამოძიება კი მკვლელობის მცდელობით მუხლით გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)