15:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 11:57:36, 553 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი კელოგი მოლაპარაკების პროცესს რუსეთის მოთხოვნით ჩამოაშორეს

აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებს ჩამოაშორეს, რუსეთის წინააღმდეგობის გათვალისწინებით , ინფორმაციას NBC News აშშ-ის ადმინისტრაციასა და რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადამდგარი გენერალი "საეჭვოდ არ იმყოფებოდა" საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრებზე - თებერვალში რუს მომლაპარაკებლებთან, ასევე მიმდინარე კვირაში უკრაინელებთან - მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მისი კომპეტენციის სფეროა, იხსენებს NBC.

ტელეკომპანიასთან საუბარში წყარო რუსეთიდან ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კელოგი ძალიან პროუკრაინულად განწყობილად მიიჩნია.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა NBC-ს დაუდასტურა, რომ რუსეთს არ სურდა კელოგის ჩართვა, წყაროსთვის უცნობია, როდის შეატყობინეს ეს თეთრ სახლს. კელოგის ოფისმა კომენტარზე უარი განაცხადა.

80 წლის კით კელოგი დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერია, მას ტრამპის პრეზიდენტობის პირველ დავაში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა უკრაინაში, კით კელოგმა 20 თებერვალს კიევში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“.

კელოგმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ „ნამდვილად აღფრთოვანებულია ზელენსკით“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics