15:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 13:21:44, 433 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკიმ საუდის არაბეთის პრინცთან უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნების საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის ცნობით, ზელენსკიმ ბინ სალმანთან საუდის არაბეთის, როგორც პოტენციური შუამავლის, როლი განიხილა უკრაინელი ომის ტყვეების გათავისუფლებისა და ასევე უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების მხრივ, რომლებიც რუსეთში არალეგალურად გადაასახლეს.

ამასთანავე, საუდის არაბეთისა და უკრაინის ლიდერებმა უკრაინისთვის შესაძლო უსაფრთხოების გარანტიები და "სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის" დამყარების სტრატეგიები განიხილეს. ზელენსკი ბინ სალმანს ასევე თავდაცვაში წარმოების გაძლიერების კუთხით უკრაინის გეგმების შესახებ ესაუბრა და საუდის არაბეთთან ამ სექტორში პოტენციური თანამშრომლობა განიხილა.

ზელენსკის უწყების მიხედვით, უკრაინა საუდის არაბეთთან ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის გუნდი ჯიდაში ამერიკელ დელეგატებთან შესახვედრად დარჩება და 11 მარტს მხარეები რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმებისთვის ზოგად სტრუქტურას განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics