15:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 19:15:15, 654 ნახვა

მსოფლიო
უიტკოფი - კიევისთვის არასდროს შეგვიჩერებია თავდაცვისთვის საჭირო სადაზვერვო მასალის მიწოდება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა FOX News-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ უკრაინისთვის თავდაცვისთვის აუცილებელი სადაზვერვო მონაცემების მიწოდება აშშ-ს არასდროს შეუჩერებია.

FOX News-ის ეთერში, ჟურნალისტმა უიტკოფს ჰკითხა, ამ დროისთვის შეჩერებულია თუ არა კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება.

"ჩვენ არასდროს შეგვიჩერებია თავდაცვისთვის აუცილებელი სადაზვერვო მონაცემების მიწოდება უკრაინისთვის". – უპასუხა უიტკოფმა ჟურნალისტის კითხვას.

იმავე ინტერვიუში მაღალჩინოსანს ჰკითხეს მიმდინარე კვირაში მიაღწევს თუ არა აშშ და უკრაინა მიმდინარე კვირაში მინერალებზე შეთანხმებას.

"დიდი იმედი მაქვს. ზელენსკიმ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ოვალურ ოფისში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ჩვენსა და უკრაინის გუნდებს შორის, რომელშიც ევროპელებიც არიან ჩართულები. იმედი მაქვს შეთანხმება შედგება". – უპასუხა უიტკოფმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics