|
2016-03-10 14:55:44, 1237 ნახვა
კომენტარი
სუბარი: სასამართლოს დამოუკიდებლობა მოსამართლის მიუკერძოებლობას არ ნიშნავს
„დღეს აღმასრულებელი, თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან სასამართლო აბსოლუტურად, 100%-ით თავისუფალია”, - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საიას“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია, რომ გასული წლის 9 თვიან პერიოდში განხილულ სისხლის სამართლის საქმეებზე, სასამართლოში დარღვევებია. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მოსამართლის გადაწყვეტილება ყველასთვის მოსაწონი იქნება. „სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მოსამართლის გადაწყვეტილება ყველასთვის მოსაწონი იქნება, მათ შორის შეიძლება ჩემთვისაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოსამართლის პროფესიონალიზმის დონე არის ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს, რომ არც ერთი მოსამართლე არ იქნება მიკერძოებული. ესაა პროცესი, რომელიც არასდროს იქნება სრულყოფილი. შეგიძლიათ გადახედოთ გაცილებით დიდი სამართლის მქონე ქვეყნებს, მაგალითად აშშ-ის უზენაეს სასამართლოს იმის მიხედვით ერთით მეტია კონსერვატორი თუ ლიბერალი. შეიძლება სასამართლომ მიიღოს აბსოლუტურად სხვა ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის არაა მოსაწონი. არ წამიკითხავს ეს ანგარიში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი სწორი შეფასება იქნება აქ. ერთია სასამართლო მოგვწონს თუ არა, მეორეა არის თუ არა კონკრეტული მოსამართლე მიკერძოებული, სასამართლოს პროფესიონალიზმი მოგვწონს თუ არა და მეორეა ხელისუფლება ერევა თუ არა, ესაა სიახლე წინა პერიოდისგან განსხვავებით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)