|
2025-03-01 17:55:12, 765 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს
ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „28 თებერვალს, ნეონაცისტური რეჟიმის ლიდერის ვ. ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი კიევის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს. რუსულმა მხარემ ვ. ზელენსკის არაადეკვატურობის, კორუმპირებულობისა და არასაიმედოობის შესახებ არაერთხელ განაცხადა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. ზახაროვამ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი. „დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში, რომელიც კიევის რეჟიმისთვის სულ უფრო უარესდება, ამ ფიგურას პასუხისმგებლობის გრძნობის გამოვლენა არ შეუძლია და ამიტომ ის ომის გაგრძელებით არის შეპყრობილი, მშვიდობის უარყოფით, რაც მისთვის სიკვდილის ტოლფასია“, - აღნიშნა ზახაროვამ. მისი თქმით, რუსეთის მიზნები კვლავ უცვლელი რჩება. „როგორც აქამდე, ჩვენ გამოვდივართ იმ წინაპირობიდან, რომ ნამდვილი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კრიზისის ძირითადი მიზეზები სრულად იქნება აღმოფხვრილი. შესაბამისად, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ისევე როგორც „ადგილზე“ არსებული რეალობის აღიარება, რუსეთის უცვლელ მიზნებად რჩება. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას კიევი და ცნობილი ევროპული დედაქალაქები, უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა უფრო ახლოს იქნება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)