05:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 11:49:58, 1021 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას, გზები არის არსებითად გაწმენდილი

დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას, ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გზები არის არსებითად გაწმენდილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ყველა სამსახურის, რომლებმაც ოპერატიულად იზრუნეს პრობლემის აღმოფხვრაზე. 

„ძირითადად გურიაზე ვართ კონცენტრირებული გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ამ რეგიონშია, თუმცა ჩვენ გავეცანით დღეს აჭარაში არსებულ მდგომარეობას. ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზები არის არსებითად გაწმენდილი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, არის ლოკალური შემთხვევები, თუმცა როგორც  გვითხრეს, მაქსიმუმ ხვალისთვის ყველგან იქნება უკვე ელექტროენერგია ჩართული. ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები და მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ყველა სამსახურის იმისათვის, რომ ოპერატიულად იზრუნეს პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics