|
2025-02-24 13:55:03, 959 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს, რუსეთი განაგრძობს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე რუს სამხედროებს მიმართა და მადლობა გადაუხადა ომში მონაწილეობისთვის. პუტინმა კრემლში გამართა ღონისძიება, სახელწოდებით "სამშობლოს დამცველის დღე", სადაც მან სამხედროებს სიტყვით მიმართა. პუტინის თქმით, რუსეთის მთავარი პრიორიტეტი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მებრძოლი ჯარისკაცების საბრძოლო მასალებით მომარაგებაა" "თქვენი ძალისხმევის დამსახურებით, ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს" – თქვა პუტინმა. ამასთან ერთად, პუტინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ რუსეთი განაგრძობს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. "დღეს, როდესაც სამყარო სწრაფად იცვლება, შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განვითარების ჩვენი სტრატეგიული კურსი უცვლელი რჩება. [...] ჩვენ განვაგრძობთ ჯარისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის საბრძოლო პოტენციალის გაზრდას" – ამბობს პუტინი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)