|
2016-03-09 16:25:07, 746 ნახვა
ეკონომიკა
შპს “საქაერონავიგაციასა” და ჩეხეთის საჰაერო მოძრაობის სერვისის პროვაიდერს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” კუთვნილ მოწყობილობებს ჩეხური კომპანიის თვითმფრინავი-ლაბორატორია შეამოწმებს. “ჩვენი კომპანია საფრენოსნო შემოწმებას წელიწადში 2-ჯერ ატარებს. აღნიშნული პროცედურა გულისხმობს მთელი საქართველოს შემოფრენას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც აგროვებს მონაცემებს საქართველოში არსებული ყველა სანავიგაციო ტექნიკური საშუალების მუშაობის შესახებ. ჩეხური მხარე შემოწმებას 2016 წლის მარტში განახორციელებს. პარალელურად, შემოწმდება საჰაერო მარშრუტზე სარადარო გადაფარვის სახელსაწყო ფრენების პროცედურებიც. ჩეხური კომპანია Air Navigation Service of Czech Republic-ის საფრენოსნო შემოწმება შპს „საქაერონავიგაციას” მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის პრევენცია და ამით შეინარჩუნოს ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონე საქართველოს საჰაერო სივრცეში”, - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. 9 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა ჩეხეთის საჰაერო მოძრაობის სერვისის პროვაიდერთან (Air Navigation Service of Czech Republic) ხელშეკრულება გააფორმა, რაც კომპანიის კუთვნილი რადიოტექნიკური და შუქტექნიკური საშუალებების, საჰაერო მარშრუტზე სარადარო გადაფარვისა და სახელსაწყო ფრენების პროცედურების საფრენოსნო შემოწმებას ითვალისწინებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)