20:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 13:36:06, 562 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ.

აქცია შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ დევნილებს გააცნო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არსებული სიახლეები, პროგრამის მიმდინარეობის პირველადი შედეგები და მიაწოდა ინფორმაცია დაავადების დამარცხების პროცესში სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ.

სკრინინგი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გადაცემული საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე განლაგებულ მოძრავ ამბულატორიებში ჩატარდა. სკრინინგი ჩაიტარეს როგორც მაცხოვრებლებმა,ასევე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელმაც მოსახლეობას აუხსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების დროული აღმოჩენა და C ჰეპატიტის მართვა ქვეყანაში.

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქციები 2015 წლიდან დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაც დაავადების დროულ გამოვლენას, მკურნალობას და მის სრულ ელიმინაციას ემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics