|
2016-03-09 12:59:28, 1125 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტარები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ
ევროპარლამენტარები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. მათ გამოაქვეყნეს ე.წ. "სავჩენკოს სია", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, კიდევ 28 ადამიანის გვარია ჩაწერილი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პოლიტიკოსები მათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას, ქონების ჩამორთმევასა და მათი აქტივების გაყინვას ითხოვენ. უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს. სიას ხელს 57 ადამიანი აწერს. ევროპარლამენტარების თქმით, აღნიშნული სია რუსეთის ტერიტორიაზე სავჩენკოს გატაცების გამო, რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და სავჩენკოს წინააღმდეგ გაყალბებული საქმის გამო მიიღეს. რუსეთის პრეზიდენტის გარდა სიაში ალექსანდრ ბორდნიკოვი და ალექსეი პუშკოვიც მოხვდნენ. უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა. სახელმწიფო მდივნის თქმით, სავჩენკოს საქმე მინსკის მოლაპარაკებების პირდაპირი დარღვევაა. სერგეი ლავროვის პრეს-სპიკერის განცახდებით, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე გაკეთებული მსგავსი განცხადება, სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებაზე შეიძლება პირდაპირ ზეწოლად ჩაითვალოს. მარია ზახაროვამ აშშ-ს მათი მიერ დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქეები, საიდუმლო ციხეები და გუანტანამოს ციხის არსებობა შეახსენა. ზახაროვას განცხადებით, აშშ არ დაინტერესებულა დონბასში, რუსი ჟურნალისტებიs დახოცვის ფაქტით, რაც პირდაპირ უსვამს ხაზს შეერთებული შტატების პოლიტიკურ მიზნებს. აღნიშნულ ფაქტს რუსეთის მხარემ უკვე უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, მანამ სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესზე გააკეთებს განცხადებებს, უმჯობესია გაიხსენონ, რომ მსგავსი განცხადებები სასამრთლოზე ზეწოლაა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)